Saturday, March 11, 2017

პროექტი "ვისწავლოთ პროგრამირება"

1. პროექტის სახელწოდება:
ვისწავლოთ პროგრამირება

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
შევქმნით ინტერაქტიულ თამაშებს Code.org-ის საიტის პლატფორმის გამოყენებით.


3. პროექტის აქტუალობა:
საჭიროა ბავშვების ჩართულობა ინფორმაციული ტექნოლოგიების ცხოვრებაში დასანერგად.


4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები ისწავლიან ალგორითმის დაწერას დამოუკიდებლად და  მარტივი თამაშების შექმნას.

5. მონაწილეთა ასაკი:
12-13

6. ვადები/ხანგრძლივობა:


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება მარტივი ონლაინ თამაშები, რომლებსაც გააზიარებენ სოციალურ ქსელებში. 

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერები,
პროექტორი,
დაფა,
თაბახის ფურცლები,
მარკერები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
სკოლის ბაზაზე VII-VIII კლასელებით დაკომპლექტდება პროგრამირების კლუბი, რომლის ფარგლებში კვირაში 2-ჯერ  გაკვეთილების შემდეგ ჩატარდება შეხვედრები მოსწავლეებთან კომპიუტერულ ლაბორატორიაში.  შეხვედრები დატვირთული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და სახალისო აქტივობებით.
ისწავლიან ალგორითმის მნიშვნელობას, წინასწარ განსაზღვრული ბრძანებების გამოყენებით წერენ ალგორითმს (მითითებების სიას), რათა თავიანთ კლასელებს ნახატი დაახატვინონ. შემდეგ პლატფორმა code.org-ზე შექმნიან პოპულარული თამაშის "Angri bird"-ის მსგავს თამაშს წინასწარ შემუშავებული და გაწერილი ნაბიჯების დახმარებით. პროექტის ბოლოს, ერთობლივად შექმნიან თამაშს, რომელსაც შემდგომ გააზიარებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში და და მათი ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ქართლოს სამარგულიანი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
kartlos1971@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
qartlos.blogspot.com

პროექტის განხორციელების გეგმა